საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 01/29 - 01
07.02.2017     
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აკადემიური პერსონალის მიერ მივლინებით სარგებლობისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა საუდიტორიო, შუალედური და დასკვნითი გამოცდების პერიოდში მივლინებით სარგებლობისას სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის მივლინებით სარგებლობამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე ფაკულტეტის დეკანის სახელზე, წარმოადგინოს ინფორმაცია მის მიერ ჩასატარებელი სააუდიტორიო მეცადინეობების სხვა პირის მიერ ჩატარების ან კონკრეტული თარიღის მითითებით აღდგენის შესახებ, ხოლო საგამოცდო პერიოდში საგამოცდო ნამუშევრების გასწორებასა და შეფასებაზე უფლებამოსილ პირის შესახებ, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამისი კათედრის ხელმძღვანელთან და განცხადებას თან ერთვოდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კათედრის ხელმძღვანელის თანხმობა.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.      ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი თეიმურაზ ბერიძე